პსჟ-ში არ იცოდნენ, რომ მე-2 ადგილზე გადიოდნენ

პსჟ-მ ჯგუფში პირველი ადგილი დაკარგა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში ფლეიოფში გამსვლელი ორივე გუნდის ვინაობა უკვე ცნობილი იყო, თუმცა ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს ბოლო ტურში უნდა გარკვეულიყო. პსჟ სტუმრად იუვენტუსს ეთამაშებოდა, ხოლო ბენფიკა მაკაბის ჰაიფაში სტუმრობდა.

მე-6 ტურამდე პსჟ-ს 11 ქულა ჰქონდა, ბურთების ბალანსი კი – 14:6-ზე იყო. რაც შეეხება ბენფიკას – პორტუგალიელებს ასევე 11 ქულა ჰქონდათ, თუმცა ბურთების ბალანსი 10:6-ზე ჰქონდათ. ტრადიციულად, UEFA-ს ტურნირებზე თანაბარ ქულებზე უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, თუმცა ბენფიკასა და პსჟ-ს ორივე თამაში 1:1 დასრულდა, შესაბამისად ბოლო ტურამდე პირველი ადგილი ლეო მესისა და მის თანაგუნდელებს ბურთების უკეთესი ბალანსის გამო ეკავათ.

პსჟ-მ იუვენტუსს სტუმრად 1-2 სძლია, ხოლო ბენფიკამ მაკაბის 1-6 მოუგო. საბოლოოდ პორტუგალიურმა და ფრანგულმა გუნდებმა 14-14 ქულა დააგროვეს, ბურთების ბალანსი კი ორივეს 16:7-ზე ჰქონდა. შესაბამისად, პირველადგილოსნის გასარკვევად საჭირო დამატებითი მაჩვენებლების დათვლა გახდა.

უეფას

მას შემდეგ რაც ბენფიკამ ჰაიფაში სემი ოფერის სტადიონზე 6 გოლი გაიტანა, ჯგუფში ყველა გასვლით მატჩში 9 ბურთი დაუგროვდა, ხოლო პსჟ-ს სტუმრად ჩატარებულ სამ მატჩში 6 გოლი ჰქონდა გატანილი. სწორედ ამ ინდიკატორით განაწილდა ჯგუფში 1-2 ადგილი და ლისაბონურმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. საინტერესოა, რომ გუნდებს UEFA-ს მე-17 წესით განსაზღვრული პირველი ექვსი დამატებითი მაჩვენებელი თანაბარი ჰქონდათ. ასეთი რამ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ისტორიაში პირველად მოხდა – სტუმრად გატანილ გოლს, თანაბარ ქულებზე, უკეთესი გამოუვლენია, თუმცა ეს ჯგუფის ყველა გასვლითი შეხვედრის გათვალისწინებით პირველად მოხდა.

ტურინში მოგებული მატჩის შემდეგ ჯანლუიჯი დონარუმამ Skysports-თან საუბარში არ დამალა, რომ პირველი ადგილის დაკარგვის შესახებ მხოლოდ საფინალო სასტვენის შემდეგ შეიტყო.

გულწრფელად რომ გითხრათ ამის [მეორე ადგილზე გასვლის] შესახებ მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ შევიტყვე. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. წილისყრით ვისაც არ უნდა შევხვდეთ, დიდებული მატჩი გამოვა.

ჯანლუიჯი დონარუმა

საინტერესოა, რომ ეს ლიგის ბოლო ტურში კალკულაციაში შეცდომის ან უყურადღებობის პირველი ფაქტი არ არის. იდენტური შემთხვევა მარსელისა და ტოტენჰემის მატჩშიც დაფიქსირდა. ფრანგემა ინფორმირებული არ იყვნენ, რომ მათ ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად ევროპა ლიგაზე გადასასვლელად ფრე და შესაბამისად ქულაც ყოფნიდათ, თუმცა ისინი ტოტენჰემს ბოლო წუთებზე დიდი ძალებით მაინც უტევდნენ, საბოლოოდ კი კონტრშეტევაზე გატანილი გოლით მატჩი ლონდონურმა გუნდმა მოიგო. ეს მატჩისშემდგომ ინტერვიუში შანსელ მბემბამაც აღიარა.

სათადარიგოთა სკამზე სპორტინგის მატჩის ანგარიში იცოდნენ, ჩვენთან კი კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. ფეხბურთი ასეთი მცირე დეტალებისგან შედგება და ეს ძალიან მტკივნეულია.

შანსელ მბემბა

მერვედფინალური ეტაპების წილისყრა ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენს ლიგებზე 7 ნოემბერს შედგება. შესაბამისი ტურნირის სესია 15, 16 და 17 საათებზე დაიწყება და მისი ხილვა Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე შეგეძლებათ.