კაროლინ გარსიამ შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

კაროლინ გარსიამ კარიერის შესანიშნავ ექვსთვიან პერიოდს ლოგიკური წერტილი დაუსვა და WTA-ის ფინალში არინა საბალენკა დაამარცხა, (7-6 6-4). ჯერ კიდევ ივნისში გარსია 70 საუკეთესო ჩოგანს შორისაც კი არ ყოფილა, მას შემდეგ გარსია ბრწყინვალე ჩოგბურთს აჩვენებს და თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულიც მოიპოვა.

გარსია გახდა მეორე ფრანგი ჩოგბურთელი, რომელმაც WTA-ის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. პირველად ეს ამელი მორესმომ შეძლო, 2005 წელს. ამავე დროს, გარსია გახდა მეოთხე ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც შემაჯამებელი ტურნირი 29, ან უფრო დიდ ასაკში მოიგო. გარსიამდე ამის გაკეთება სერენა უილიამსმა, იანა ნოვოტნამ და მარტინა ნავრატილოვამ შეძლეს.

კაროლინ გარსია სეზონს მეოთხე ნომრად დაასრულებს.