შესვლა
აპლიკაცია უკვე დიდ ეკრანზეც!
Setanta Sports-ის აპლიკაციით სპორტის ყურება უკვე Samsung-ისა და Android TV-ის Smart ტელევიზორებზეც შეგიძლია.
Play Video
ქვემოთ ნახავ როგორ დააყენო
SAMSUNG
თუ ჯერ გამომწერი არ ხარ
უპირველეს ყოვლისა, გაიარე რეგისტრაცია setantasports.com-ზე ან Setanta Sports-ის ანდროიდის აპლიკაციაში.
რეგისტრაციის შემდეგ, გადადი მომდევნო ნაბიჯზე.
თუ უკვე დარეგისტრირდი
გადმოწერე აპლიკაცია
შედი აპლიკაციების განყოფილებაში შენს Samsung SMART TV-ზე და მოძებნე Setanta Sports.
გადადი აპლიკაციის გვერდზე, დააყენე, ხოლო დაყენების შემდეგ გახსენი აპლიკაცია.
შედი Setanta Sports-ის ანგარიშში მობილური აპლიკაციით
ტელევიზორიდან შენს ანგარიშში შესასვლელად გახსენი Setanta Sports-ის აპლიკაცია შენს მობილურ ტელეფონზე.
შედი შენი ანგარიშის გვერდზე და დააჭირე ღილაკს “ტელევიზორით შესვლა”.
შეიყვანე ტელევიზორის ეკრანზე მოცემული პინ-კოდი და ავტომატურად შეხვალ სისტემაში.
შედი ანგარიშში პირდაპირ ტელევიზორიდან, მობილური აპლიკაციის გარეშე
თუ შენს ანგარიშში შესვლა სმარტფონის აპლიკაციის გარეშე გსურს, გახსენი Setanta Sports-ის აპლიკაცია შენს Samsung SMART TV-ზე და დააჭირე ქვემოთ ჩასვლის ღილაკს ტელევიზორის პულტზე.
ANDROID TV
თუ ჯერ გამომწერი არ ხარ
გაიარე რეგისტრაცია setantasports.com-ზე ან Setanta Sports-ის ანდროიდის აპლიკაციაში.
გადადი შემდეგ ნაბიჯზე.
თუ უკვე დარეგისტრირდი
გადმოწერე აპლიკაცია
მოძებნე Setanta Sports-ის აპლიკაცია Play Store-ში შენს Android TV-ზე. გ
ადადი აპლიკაციის გვერდზე, გადმოწერე და გახსენი.
შედი Setanta Sports-ის ანგარიშში მობილური აპლიკაციით
ტელევიზორიდან შენს ანგარიშში შესასვლელად გადმოწერე და გახსენი Setanta Sports-ის აპლიკაცია შენს მობილურ ტელეფონზე.
შედი შენი ანგარიშის გვერდზე და დააჭირე ღილაკს “ტელევიზორით შესვლა”.
შეიყვანე ტელევიზორის ეკრანზე მოცემული პინ-კოდი და ავტომატურად შეხვალ სისტემაში.
ან შედი ანგარიშში მობილური აპლიკაციის გარეშე
თუ შენს ანგარიშში შესვლა სმარტფონის აპლიკაციის გარეშე გსურს, გახსენი Setanta Sports-ის აპლიკაცია შენს Android TV-ზე და დააჭირე ქვემოთ ჩასვლის ღილაკს ტელევიზორის პულტზე.
LG
(მალე)
აპლიკაცია LG Smart TV-ისთვის მალე ჩაეშვება.
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროდუქტი შენამდე რაც შეიძლება მალე მოვიტანოთ. დაგველოდე!
Setanta Sports, LLC. © 2022 All rights reserved