ბანაიას ისტორიული ქამბექი

ფრანცისკო ბანაიამ MotoGP-ის ისტორიაში უდიდესი ქამბექი შეასრულა და ვალენსიის გრანპრი მოიგო. ბოლო რბოლამდე ფაბიო კუარტარარო ბანაიას 23 ქულით ჩამორჩებოდა და მხოლოდ მოგება სჭირდებოდა მის გადასასწრებად, მაგრამ მოქმედი ჩემპიონი მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა, მოგებული კი ალექს რინსი დარჩა, რომელიც უკანასკნელად იყო Suzuki-ს წარმომადგენელი, ალექსმა კარიერაში მეხუთე MotoGP-ის რბოლა მოიგო.

ადრეული შეჯახების მიუხედავად ბანაია მეცხრე ადგილზე გავიდა, რაც საკმარისი გამოდგა ჩემპიონობისთვის, ბანაიამ 2007 წლის მერე, პირველი ტიტული მოუტანა Ducati-ს, მაშინ, ამის გაკეთება კეისი სტონერმა შეძლო, ამ გამარჯვებით იაპონელი მწარმოებლების 15-წლიან დომინირებას დაესვა წერტილი. ბანაიამ ბრწყინვალე ქამბექი შემოგვთავაზა, სეზონის მიმდინარეობისას 91 ქულა აღმოფხვრა  და 50 წლიანი ლოდინის შემდეგ გახდა პირველი იტალიელი, რომელმაც იტალიური ბაიკით მოიგო რბოლა.

ეს ჩემი ცხოვრების ურთულესი რბოლა იყო, ჩემი მიზანი იყო, რომ რბოლა საუკეთესო ხუთეულში დამესრულებინა, მაგრამ საქმეში მხოლოდ მეოთხე წრიდან ჩავერთე, რადგან ჩემი ბაიკის წინა მხარე უკონტროლო იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გამარჯვებაა, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ, ეს დიდებული დღეა!“,  – თქვა ფრანცისკომ.

ბანაია, რომელიც MotoGP-ის პირველი იტალიელი ჩემპიონი გახდა ვალენტინო როსის შემდეგ, გამარჯვებას იტალიის დროშის ფრიალით აღნიშნავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბანაიამ შეჯახების შემდეგ რისკზე წასვლას უკან დახევა ამჯობინა, მან იცოდა, რომ თუნდაც მოეგო კუარტარაროს, საკმარისი იქნებოდა საუკეთესო თოთხმეტეულში მოხვედრა ტიტულის მოსაპოვებლად, ამიტომ რისკზე წასვლას მშვიდად მოგება ამჯობინა.

Honda-ს წარმომადგენელი მარკ მარკესი მეორე ადგილს იკავებდა და პოდიუმისთვისაც თითქოს მზად იყო, მაგრამ მერვე წრეში მძიმე შეჯახების შედეგად მე-18 ადგილზე ჩამოქვეითდა.