დიდი ალბათობით მანე მუნდიალს გამოტოვებს

გავლენიანი საფეხბურთო გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. სენეგალელმა დაზიანება ვერდერთან მატჩის პირველ ტაიმში მიიღო, თავდაპირველი ინფორმაცია იმედის მომცემი ჩანდა, თუმცა, მოგვიანებით ითქვა, რომ მანე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, რადგან მყესი აქვს დაზიანებული.

სენეგალის ნაკრებს 12 დღეში აქვს პირველი მატჩი ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ. მანეს ამაშიც არ გაუმართლა, თუ მოხდა სასწაული და მუნდიალზე წასვლა შეძლო, გათვლა მეორე, ან დასკვნით მატჩზე იქნება, არადა, ყველაზე მეტად პირველ მატჩშია საჭირო. გარდა ნიდერლანდებისა, სენეგალის ნაკრების მეტოქეები მასპინძელი კატარისა და ეკვადორის ნაკრებები იქნებიან.