ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალისტები გამოვლინდნენ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, ცნობილია მერვედფინალში გასულ გუნდთა ვინაობა. პირველი ადგილით გავიდნენ – ნაპოლი, პორტუ, ბაიერნი, ტოტენჰემი, ჩელსი, რეალი, მანჩესტერ სიტი, ბენფიკა.

მეორე ადგილით გავიდნენ, – ლივერპული, ბრიუგე, ინტერი, აინტრახტი, მილანი, ლაიფციგი, დორტმუნდი, პარი სენ ჟერმენი.

ერთი ქვეყნის გუნდები მერვედფიალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, აკრძალვა მეოთხედფინალებიდან მოიხსნება. წინა სეზონის მსგავსად, გაუქმებულია გასვლაზე გატანილი გოლის წესიც.

ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი ჰყავს მერვედფინალში გერმანიასა და ინგლისს.

გერმანულ მხარეს წარმოადგენენ, – ბაიერნი, დორტმუნდი, აინტრახტი და ლაიფციგი.

ინგლისურ მხარეს წარმოადგენენ, – მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ტოტენჰემი, ჩელსი.

სამი გუნდი ჰყავს იტალიას, – მილანი, ნაპოლი და ინტერი.

აღსანიშნია, რომ მერვედფინალში ლა ლიგას მხოლოდ ერთი გუნდი წარმოადგენს, – ტურნირის რეკორდსმენი მოპოვებული თასების მიხედვით, და ერთ-ერთი ფავორიტი, – მადრიდის რეალი.

მერვედფინალების წილისყრა 7 ნოემბერს, ქალაქ ნიონში შედგება.

უკვე ცნობილია, რომ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩები 14-15 და 21-22 თებერვალს, ხოლო, განმეორებითი შეხვედრები 7-8 და 14-15 მარტს შედგება.