ჰანსი ფლიკმა სამუნდიალო განაცხადი დაასახელა

მსოფლიო ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ჰანსი ფლიკის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები

მანუელ ნოიერი, ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი

მცველები

ბელა-კოტჩაპი, გინტერი, გიუნტერი, კერერი, კლოსტერმანი, რაუმი, რუდიგერი, შლოტერბეკი, ზიულე

ნახევარმცველები

ბრანტდი, გორეცკა, გიოტცე, გიუნდოგანი, ჰოფმანი, კიმიხი, მუსიალა

თავდამსხმელები

ფიულკრუგი, ადეიემი, გნაბრი, ჰავერცი, მუკოკო, მიულერი, ზანე

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარიო გიოტცეს დაბრუნება და დორტმუნდის ბორუსიას 17 წლის თავდამსხმელის იოსუფა მუკოკოს სიაში მოხვედრა. რაც შეეხება პირველ ნომერს, ნაკრების კარს ამჯერადაც მანუელ ნოიერი დაიცავს, მიუხედავად იმისა, რომ ტერ შტეგენი, შესაძლოა, კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებდეს.

გერმანიის ნაკრები E ჯგუფშია, გახსნით მატჩს იაპონიის ნაკრებთან ჩაატარებს, 23 ნოემბერს, შემდეგ იქნება ცენტრალური მატჩი ესპანეთის ნაკრებთან, 27 ნოემბერს, დასკვნითი მატჩი კი უკვე ზამთარში, პირველ დეკემბერს შედგება კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ.