შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილისყრა გაიმართა, შედეგად, რამდენიმე ძალიან საინტერესო წყვილი მივიღეთ.

ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შედგა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილისყრა გაიმართა, შედეგად, რამდენიმე ძალიან საინტერესო წყვილი მივიღეთ.

პირველ რიგში აღსანიშნია ნაადრევ ფინალად მონათლული ორი წყვილი:

მიუნხენის ბაიერნი – პარი სენ ჟერმენი

მადრიდის რეალი – ლივერპული

სამეფო კლუბმა მეთოთხმეტე ტიტული წინა სეზონში სწორედ ლივერპულთან ბრძოლაში მოიპოვა, ხოლო, მიუნხენის ბაიერნმა პარიზული კლუბი 2019/20 წლების სეზონის ფინალში დაამარცხა.

სენ ჟერმენმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქმე გაირთულა და მეორე ადგილით გავიდა პლეიოფში, ბედმა კი ბაიერნთან დააკავშირა. ორი ფავორიტი ნაადრევად შეხვდება ერთმანეთს.

გარდა ამ წყვილებისა, მერვედფინალში შემდეგ დაპირისპირებებს ვიხილავთ:

ლაიფციგი – მანჩესტერ სიტი

ბრიუგე – ბენფიკა

მილანი – ტოტენჰემი

აინტრახტი – ნაპოლი

დორტმუნდი – ჩელსი

ინტერი – პორტუ

მერვედფინალის პირველი მატჩები 14-15 თებერვალს გაიმართება.