ფეხბურთი

კატეგორიის ტექსტი

მატჩი მშვიდობისთვის | თეთრების გუნდი

მატჩი მშვიდობისთვის – არველაძის დუბლი

რომში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. იტალიის დედაქალაქში თავი ფეხბურთის ვარსკვლავებმა მოიყარეს. რომის პაპის საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შეხვედრა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ემსახურება. სტადიო ოლიმპიკოზე იტალიელი ვეტერანების, სერია A-ს მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელების გარდა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმაც მიიღეს მონაწილეობა. მატჩში შოთა არველაძემაც ითამაშა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა თავი დუბლით გამოიჩინა. ორივე შემთხვევაში მას საგოლე გადაცემა ბულგარული ფეხბურთის ლეგენდამ, ჰრისტო სტოიჩკოვმა მისცა. საბოლოოდ შეხვედრა 3-4 ლურჯების გამარჯვებით დასრულდა, რომელთან ჯანლუკა ძამბროტა წვრთნიდა. თეთრებიდან(მწვრთნელი – ჯანლუიჯი ბუფონი) არველაძის დუბლს ერთი გოლი უგო ალმეიდამ დაამატა, ლურჯებიდან კი დუბლი ანდრიი ვორონინმა გაიფორმა, თითო გოლი კი ანტონიო დი ნატალესა და ვინჩენცო იაკინტას ანგარიშზე იყო. საქველმოქმედო

სკალონიმ განაცხადი დაასახელა

არგენტინის ნაკრების განაცხადი ცნობილია, ლიონელ მესის არგენტინა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. სასიხარულოა, რომ მიუხედავად ტრავმებისა, განაცხადში მოხვდა როგორც ანხელ დი მარია, ასევე პაოლო დიბალა. სკალონის სია ასეთია: მეკარეები ე. მარტინესი, რული, არმანი მცველები მოლინა, მონტიელი, რომერო, პეტელია, ოტამენდი, მარტინესი, აკუნია, ტალიაფიკო, ფოიტი ნახევარმცველები დე პოლი, პარედესი, მაკ ალისტერი, გ. როდრიგესი, პაპუ გომესი, ე. ფერნანდესი, პალასიოსი თავდამსხმელები დი მარია, ლ. მარტინესი, ალვარესი, ნ. გონსალესი, ხ. კორეა, დიბალა, მესი არგენტინის ნაკრების ჯგუფური ეტაპის კალენდარი: არგენტინა – საუდის არაბეთი 22 ნოემბერი არგენტინა – მექსიკა 26 ნოემბერი არგენტინა – პოლონეთი 30 ნოემბერი

საუთგეიტის განაცხადი ცნობილია

ნელ-ნელა კითხვები აღარ რჩება, გრანდები რჩეულებს ასახელებენ და დასაწყებად მზად არიან. ევროპის ჩემპიონები საერთოდ ვერ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ვიცე-ჩემპიონების სია კი ასეთია: მეკარეები პიკფორდი, პოუპი, რამსდეილი მცველები მაგუაიერი, სტოუნსი, ბენ უაითი, დაიერი, კონორ კოუდი, არნოლდი, უოკერი, ტრიპიე, შო ნახევარმცველები რაისი, ჰენდერსონი, ფილიპსი, მაუნტი, გალაჰერი, ბელინგემი თავდამსხმელები კეინი, საკა, მედისონი, რაშფორდი, გრილიში, სტერლინგი, ფოდენი, უილსონი ინგლისის ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ირანის ნაკრებთა მატჩით დაიწყებს, შემდეგ იქნება აშშ და უელსი.

პორტუგალიის სამუნდიალო განაცხადი ცნობილია

ფერნანდუ სანტუშმა რჩეული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, პორტუგალიის ნაკრები მოახლოებული მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, ასეთი დაბალანსებული ნაკრები მართლაც იშვიათი საპოვნელია. სია კი ასეთია: მეკარეები კოშტა, პატრისიუ, სა მცველები კანსელუ, დალო, პეპე, დიაში, პერეირა, ა.სილვა, მენდეში, გერერო ნახევარმცველები ვილიამი, ნევეში, პალინია, ბრუნო, ვიტინია, ოტავიუ, ნუნეში, ბ.სილვა, ჟოაუ მარიუ თავდამსხმელები რონალდუ, ფელიში, ლეაუ, ორტა, სილვა, რამეში რა თქმა უნდა, განაცხადშია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რონალდუს მიმდინარე სეზონი ალბათ ყველაზე ცუდია მის კარიერაში, მაგრამ მისი მასშტაბის მქონე ფეხბურთელს სარგებლის მოტანა ყოველთვის შეუძლია. ტრავმის გამო ნაკრებს ვერ გაყვება დიეგუ ჟოტა, ფორვარდის პოზიციაზე კი ბევრი ვარიანტი არც არის, რონალდუ უკონკურენტოა. პორტუგალიასთან ერთად, H ჯგუფში არიან,

ჰანსი ფლიკმა სამუნდიალო განაცხადი დაასახელა

მსოფლიო ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ჰანსი ფლიკის რჩეულთა სია ასეთია: მეკარეები მანუელ ნოიერი, ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი მცველები ბელა-კოტჩაპი, გინტერი, გიუნტერი, კერერი, კლოსტერმანი, რაუმი, რუდიგერი, შლოტერბეკი, ზიულე ნახევარმცველები ბრანტდი, გორეცკა, გიოტცე, გიუნდოგანი, ჰოფმანი, კიმიხი, მუსიალა თავდამსხმელები ფიულკრუგი, ადეიემი, გნაბრი, ჰავერცი, მუკოკო, მიულერი, ზანე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარიო გიოტცეს დაბრუნება და დორტმუნდის ბორუსიას 17 წლის თავდამსხმელის იოსუფა მუკოკოს სიაში მოხვედრა. რაც შეეხება პირველ ნომერს, ნაკრების კარს ამჯერადაც მანუელ ნოიერი დაიცავს, მიუხედავად იმისა, რომ ტერ შტეგენი, შესაძლოა, კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებდეს. გერმანიის ნაკრები E ჯგუფშია, გახსნით მატჩს იაპონიის ნაკრებთან ჩაატარებს, 23 ნოემბერს, შემდეგ იქნება ცენტრალური მატჩი ესპანეთის ნაკრებთან, 27 ნოემბერს, დასკვნითი