კალათბურთი

ლეიკერსმა ბრუკლინი დაამარცხა

ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩენილმა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ბრუკლინ ნეტსი 116:103 დაამარცხა. საუკეთესო იყო ენტონი დევისი, 37 წულით, 18 მოხსნით და 2 პასით. დევისის სათამაშო ფორმაზეც ყველაზე მეტად არის ლეიკერსის ბედი დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს ლონი ვოკერის ძალიან მაღალი დონის შეხვედრა (25 ქულა, 1 მოხსნა) და არ უნდა გამოგვრჩეს რასელ ვესტბრუკი, რომელიც ასევე სასარგებლო იყო. (14 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა). ბრუკლინს არანაკლები პრობლემები აქვს, ვიდრე ლეიკერსს, მათი ოცნებები სუპერ გუნდობაზე ქარმა წაიღო, ჯერ ჰარდენმა დატოვა გუნდი და მის ნაცვლად ბენ სიმონსი მიიღეს, რომელიც ვერა და ვერ შევიდა ფორმაში, შემდეგ კაირი ირვინგის ტრადიციული პრობლემების ჯერი მოვიდა და კევინ დურანტი კვლავინდებურად მარტო დარჩა,

ლებრონის წარუმატებელი დაბრუნება

ლებრონ ჯეიმსი პარკეტს დაუბრუნდა და ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ 30 ქულას მოუყარა თავი, 18 გზის ოლსთარმა 22 სროლიდან 12-ჯერ მოათავსა ბურთი კალათში. თუმცა, როგორც მისთვის, ისე ლეიკერსისთვის დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა. ლეიკერსი კლიპერსთან 114-101 დამარცხდა, ლებრონ ჯეიმსმა კი უკანასკნელი მეოთხედის 5:41 წუთი ვერ ჩაატარა, როგორც ჩანს, საქმე ისევ ტრავმასთან გვაქვს. ჯეიმსმა ტრავმის გამო იუტასთან შეხვედრა გამოტოვა, ლეიკერსი 116-139 დამარცხდა. მოახერხებს თუ არა ლეიკერსი საშინელი სტარტის შემდეგ სეზონის გადარჩენას ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ლებრონის ჯანმრთელობაზე, ჯერჯერობით ლეიკერსის თავს კარგი არაფერი ხდება. ამჟამად ლეიკერსს 2/9 ბალანსი აქვს.

დუაიტ ჰოვარდი კარიერას ტაივანში გააგრძელებს

რვა გზის All Star-ი დუაიტ ჰოვარდი კარიერას ტაივანში გააგრძელებს. ჰოვარდი კუნძულის უმაღლესი დივიზიონის გუნდში, ტაოიუან ლეოპარდსში ითამაშებს. “მოუთმენლად ველი ფანებთან შეხვედრას, დავაგემოვნებ ადგილობრივ კერძებს და გავატარებ საუკეთესო დროს… რა თქმა უნდა, მოვიპოვებ ჩემპიონობას”, – დაწერა სოციალურ ქსელში 36 წლის ცენტრმა. ბეისბოლთან ერთად, კალათბურთი ტაივანში ყველაზე პოპულარული სპორტია, როგორც ბიჭების, ისე გოგონების სასკოლო ჩემპიონატები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. დუაიტ ჰოვარდმა კარიერის საუკეთესო პერიოდი ორლანდო მეჯიქში გაატარა, თუმცა, საჩემპიონო ბეჭდის მოგება 2020 წელს ლეიკერსთან ერთად შეძლო. დუაიტისა და ლეოპარდების კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ლუკას რეკორდი – წინ ჩემბერლენია

როგორი კარგიც არ უნდა ყოფილიყო ლუკა დონჩიჩი განვლილ ოთხ წელიწადში, შეგვიძლია ვთქვათ რომ ახლა უკეთესია. ლუკა საკუთარ თამაშს მუდმივად აუმჯობესებს და ეს სტატისტიკაზეც აისახება. 2022/23 წლების სეზონი ისტორიული მიღწევით დაიწყო, ლუკამ უკვე ზედიზედ მეცხრე შეხვედრა ჩაატარა 30+ ქულით, ბრუკლინთან მოგებულ მატჩში 36 ქულას მოუყარა თავი და უილტ ჩემბერლენის 1959/60 წლების სეზონის მაჩვენებელი გააუმჯობესა, უილტს ზედიზედ რვა შეხვედრაში ჰქონდა 30-ზე მეტი ქულა აღებული. ყველა დროის რეკორდი კი ასევე ჩემბერლენს ეკუთვნის, ოღონდ 1962/63 წლების სეზონის მაჩვენებლების გაუმჯობესება გაცილებით რთული იქნება, რადგან აღნიშნულ სეზონში ჩემბერლენმა ზედიზედ 23 შეხვედრაში მოახერხა 30 ქულაზე მეტის აღება. ნებისმიერ შემთხვევაში, ორმაგად საინტერესო იქნება ლუკას თამაშისათვის თალის მიდევნება, ახლა

კაირი ირვინგი და ბრუკლინ ნეტსი შემოწირულობას გაიღებენ

კაირი ირვინგის თავს მუდმივად პრობლემებია, ამჯერად კაირისა და ბრუკლინ ნეტსს 500 000 დოლარის გადარიცხვა დაევალათ ორგანიზაციისათვის, რომელიც სიძულვილისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ იბრძვის. მიზეზი ამისა გახდა ამაზონის ბმული, 2018 წლის ფილმის – “Hebrews to Negroes: Wake Up Black America,”-ს შესახებ, რომელიც კაირიმ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა. ფილმს ანტისემიტურად მიიჩნევენ. „ვეწინააღმდეგები სიძულვილისა და ჩაგვრის ყველა ფორმას, და მტკიცედ ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, რომლებიც მარგინალიზებულნი არიან და ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას“. „ვაცნობიერებ ჩემი პოსტის უარყოფით გავლენას ებრაელი ხალხის მიმართ და ვიღებ პასუხისმგებლობას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფილმი არ ასახავს ჩემს პრინციპებსა და ღირებულებებს და არც ის მჯერა, რომ ყველაფერი სიმართლეა რაც მოვისმინე. მე და ჩემს