ლებრონის წარუმატებელი დაბრუნება

ლებრონ ჯეიმსი პარკეტს დაუბრუნდა და ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ 30 ქულას მოუყარა თავი, 18 გზის ოლსთარმა 22 სროლიდან 12-ჯერ მოათავსა ბურთი კალათში. თუმცა, როგორც მისთვის, ისე ლეიკერსისთვის დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა. ლეიკერსი კლიპერსთან 114-101 დამარცხდა, ლებრონ ჯეიმსმა კი უკანასკნელი მეოთხედის 5:41 წუთი ვერ ჩაატარა, როგორც ჩანს, საქმე ისევ ტრავმასთან გვაქვს.

ჯეიმსმა ტრავმის გამო იუტასთან შეხვედრა გამოტოვა, ლეიკერსი 116-139 დამარცხდა. მოახერხებს თუ არა ლეიკერსი საშინელი სტარტის შემდეგ სეზონის გადარჩენას ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ლებრონის ჯანმრთელობაზე, ჯერჯერობით ლეიკერსის თავს კარგი არაფერი ხდება. ამჟამად ლეიკერსს 2/9 ბალანსი აქვს.