დუაიტ ჰოვარდი კარიერას ტაივანში გააგრძელებს

რვა გზის All Star-ი დუაიტ ჰოვარდი კარიერას ტაივანში გააგრძელებს. ჰოვარდი კუნძულის უმაღლესი დივიზიონის გუნდში, ტაოიუან ლეოპარდსში ითამაშებს.

მოუთმენლად ველი ფანებთან შეხვედრას, დავაგემოვნებ ადგილობრივ კერძებს და გავატარებ საუკეთესო დროს… რა თქმა უნდა, მოვიპოვებ ჩემპიონობას”, – დაწერა სოციალურ ქსელში 36 წლის ცენტრმა.

ბეისბოლთან ერთად, კალათბურთი ტაივანში ყველაზე პოპულარული სპორტია, როგორც ბიჭების, ისე გოგონების სასკოლო ჩემპიონატები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. დუაიტ ჰოვარდმა კარიერის საუკეთესო პერიოდი ორლანდო მეჯიქში გაატარა, თუმცა, საჩემპიონო ბეჭდის მოგება 2020 წელს ლეიკერსთან ერთად შეძლო.

დუაიტისა და ლეოპარდების კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.