ლუკას რეკორდი – წინ ჩემბერლენია

როგორი კარგიც არ უნდა ყოფილიყო ლუკა დონჩიჩი განვლილ ოთხ წელიწადში, შეგვიძლია ვთქვათ რომ ახლა უკეთესია. ლუკა საკუთარ თამაშს მუდმივად აუმჯობესებს და ეს სტატისტიკაზეც აისახება. 2022/23 წლების სეზონი ისტორიული მიღწევით დაიწყო, ლუკამ უკვე ზედიზედ მეცხრე შეხვედრა ჩაატარა 30+ ქულით, ბრუკლინთან მოგებულ მატჩში 36 ქულას მოუყარა თავი და უილტ ჩემბერლენის 1959/60 წლების სეზონის მაჩვენებელი გააუმჯობესა, უილტს ზედიზედ რვა შეხვედრაში ჰქონდა 30-ზე მეტი ქულა აღებული.

ყველა დროის რეკორდი კი ასევე ჩემბერლენს ეკუთვნის, ოღონდ 1962/63 წლების სეზონის მაჩვენებლების გაუმჯობესება გაცილებით რთული იქნება, რადგან აღნიშნულ სეზონში ჩემბერლენმა ზედიზედ 23 შეხვედრაში მოახერხა 30 ქულაზე მეტის აღება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ორმაგად საინტერესო იქნება ლუკას თამაშისათვის თალის მიდევნება, ახლა მას მიზანში ახალი რეკორდი აქვს ამოღებული, ეს ახალი მოტივაციაა, ახალი გამოწვევა, ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი თავისივე რეკორდებს აუმჯობესებდა, ლუკა კი მისი მდევარია.

დალას მავერიკსი მომდევნო შეხვედრას ორლანდო მეჯიქის წინააღმდეგ გამართავს.