Author name: nickmamoyan

#SEO @ SetantaSports

ამერიკული ინვესტიცია და არსენალის დაღმასვლა - კრონკეების ეპოქა | Setanta Sports

ამერიკული ინვესტიცია და არსენალის დაღმასვლა

„არსენალის მიმართ ნელ–ნელა ინტერესს ვკარგავ, მათი თამაში ჩემში არანაირ ემოციას არ აღძრავს“, – ეს სიტყვები ემანუელ პეტის ეკუთვნის, რომელმაც კარიერის საუკეთესო პერიოდი არსენ ვენგერის არსენალში გაატარა, კლუბის დიდი გულშემატკივარია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ლონდონური კლუბი ნელ-ნელა ჩამოქვეითდა და ოთხეულისთვის აღარავინ განიხილავს. ეს პროცესი კი გუშინ არ დაწყებულა, არსენალის ვარდნას უკვე დიდი ხანია ვუყურებთ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვენგერმა მომდევნო ფორმაციის გუნდის აშენება ვერ შეძლო, ისე როგორც მისი მთავარი კონკურენტი, სერ ალექსი აშენებდა. ანრის, ბერგკამპის, ვიეირას, პირესის, კოულის, კემბელისა და ლუგბერგის შემდეგ გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები, რომელთაც შეეძლოთ წარმატების მიღწევა და ასეც მოხდა – ემანუელ ებო და ბაკარი სანია, ფლამინი საყრდენ ზონაში, ალექსანდრ

მსოფლიო ჩემპიონატი ქატარში და The Last Dance

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 21 ნოემბერს აიღებს სტარტს და 18 დეკემბერს ფინალური მატჩით დასრულდება. ექსპერიმენტულ ჩემპიონატს კატარი უმასპინძლებს. კალენდრის ცვლილებას აქვს თავის უპირატესობები და ნაკლოანებები. „მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა კბილის ექიმთან წასვლას ჰგავს“, – ეს სიტყვები სერ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნის. მან იგულისხმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გადაღლილი და გამოწურული ფეხბურთელების ტურნირად იქცა, სადაც მეტწილად ფრაგმენტულ ინდივიდუალურ გაბრწყინებას ვხედავთ, ვიდრე მაღალ დონეზე ჩატარებულ მატჩებს. დავა, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა, ამჯერად ისეთ დროს აიღებს მუნდიალი სტარტს, რომ ფეხბურთელები გადაღლას ვერ მოასწრებენ, პირიქით, როცა ვარსკვლავები სასურველ ფორმას მიუახლოვდებიან, მაშინ მოირგებენ სანაკრებო ფორმას. წესით და რიგით, ბოლო წლებში ტრადიციად ქცეული რეპეტიციაც უნდა გვენახა ამ ზაფხულს,

ევროპული ფეხბურთის დომინაცია – საფეხბურთო მსოფლიო ევროპის გარშემო ტრიალებს

1996 წელს, როცა ინგილსის ნაკრები ძალიან ახლოს მივიდა ევროპის ჩემპიონატის ტიტულამდე, ინგლისელმა ანალიტიკოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მათ გუნდს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეგო ტიტული, რადგან დრო ამის საშუალებას აღარ მისცემდათ. ანალიტიკოსებმა იგულისხმეს სხვა კონტინენტების გამოფხიზლება და ახალი ძალების გამოჩენა თანამედროვე ფეხბურთში. დეკადის დასაწყისში კამერუნის ნაკრები 90 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო 96-ში საუთგეიტის გაცუდებული პენალტის პარალელურად, ნიგერიის ნაკრებმა ოლიმპიადა მოიგო, ასე იქცა 90-იანები აფრიკული ფეხბურთის ზეობის ხანად, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამავე პერიოდში აიღო ოქროს ბურთი ჟორჟ ვეამ, რომელმაც დაანგრია მითი იმის შესახებ, რომ აფრიკელებს ინდივიდუალური ტიტულების გამოკითხვაში მხარს არ უჭერდნენ. ნაბიჯები განვითარებისკენ 1994 წელს აშშ-მა საფუძველი ჩაუყარა სოკერის განვითარებას,

გარა ჩარუა – ურუგვაული ფეხბურთის ფილოსოფია და მამოძრავებელი ძალა

ერთი შეხედვით წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, რომ სამმილიონნახევრიანი ქვეყანა, ნებისმიერ საფეხბურთო ნაკრებს უწევს კონკურენციას და ძალიან ბევრს აღემატება კიდეც. ურუგვაის მეზობლებთან შედარებით ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ბრაზილიაში შეიძლება ყოველ წელს გამოჩნდეს ვარსკვლავი და ყოველ წელს დაიკარგოს არასპორტული ცხოვრების წესის გამო, ურუგვაიში კი ფეხბურთელებს ამის უფლება არ აქვთ, მართლაც იშვიათია, რომ ნიჭიერმა ურუგვაელმა მიზანს ვერ მიაღწიოს და არაპროფესიონალიზმის გამო ბოლომდე ვერ რეალიზდეს. როცა საქართველოს ნაკრებზე მიდგება საქმე, იმ არგუმენტსაც მოვისმენთ, რომ პატარა ქვეყანა დიდი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს, მაგრამ ურუგვაის მაგალითი სულ სხვა სურათს გვიჩვენებს, რა თქმა უნდა, უამრავი სხვაობაა, ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ურუგვაელები გვაჩვენებენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

სპორტი და რელიგია - რა როლი აქვს რწმენას ფეხბურთში

სპორტი და რელიგია – რა როლი აქვს რწმენას ფეხბურთში

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში თამაში მცირე ხნით შეწყდა, იმისათვის, რომ უესლი ფოფანას და შეიხუ კუიატეს მოედნის მისადგომებთან წყალი ან იზოტონური სასმელი მიეღოთ. საქმე ისაა, რომ ეს ფეხბურთელები რამადანს იცავენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მზის ამოსვლიდან – მზის ჩასვლამდე საკვებსა და სასმელზე უარს ამბობენ, ვარჯიშები და თამაშები კი დღის საათებშია, ამიტომ, მთელი ამ დატვირთვების ფონზე, მათი ორგანიზმი საკვების სახით არაფერს იღებს, ხოლო, როგორც კი მზე ჩადის, აუცილებელია, რომ სასმელი მაინც დალიონ. მატჩის წინ, კრისტალ პალასის ექიმი, ზაფ იქბალი, ესაუბრა კლუბის მწვრთნელებს, ბრენდან როჯერსსა და როი ჰოჯსონს, ასევე, მატჩის მთავარ არბიტრს, გრემ სკოტს და ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მცირე პაუზა აეღოთ და